19 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
სადამსჯელო ღონისძიება - ოპოზიცია ზაალ ლატარიას დაკავებას აფასებს

ყოფილი სპეცრაზმელის დაკავება - ოპოზიცია ზაალ ლატარიას დაპატიმრებას სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ყოფილი სამხედრო “ქართულ ოცნებაში” არსებულ შიდა დაპირისპირებას შეეწირა. ოპოზიციის ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ ეს ფაქტი გაერთიანებულ ოპოზიციაში მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

„საქართველოში ყველამ იცის, რომ ბესელიასა და ივანიშვილს შორის არის კონფლიქტი, ეს კონფლიქტი არის ივანიშვილის კარის თამაშები და ამ კარის თამაშებს ეწირებიან კონკრეტული ადამიანები. ზაალი იყო ძალიან აქტიურად ჩართული გაერთიანებული ოპოზიციის საქმიანობაში, იყო ერთ-ერთი მიმართულების ლიდერი ზუგდიდში. მას ახლა ფაქტიურად სჯიან იმის გამო რომ ის იყო აქტიური ოპოზიციონერი,“-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დამკვეთის გამოვლენას ითხოვს “ევროპული საქართველო.” მათი შეფასებით გამოძიებამ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისად უნდა დაასაბუთოს.

„ყველა ქმედება, რომელსაც გამოძიება ახორციელებს უნდა იყოს კარგად დასაბუთებული და არ უნდა დარჩეს საზოგადოებას განწყობა, რომ მესამე მეოთხე რიგის გამავრცელებელს აძლევენ პასუხისგებაში და რეალური დამკვეთი რჩება ფარდის მიღმა,“-ამბობს ოთარ კახიძე.

ზაალ ლატარია გუშინ ბათუმში დააკავეს. როგორც ცნობილია მისი დაკავება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას უკავშირდება.

დღის ამბები