ვაშინგტონის გეგმას, რომელიც რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კრემლი გამოეხმაურა.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკას თავისუფლად შეუძლია ახალ სანქციებს გაუმკლავდეს.
ახალი კანონპროექტი დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ერთობლივად მოამზადეს და სენატში წარადგინეს. დოკუმენტი უკრაინაში აგრესიისა და ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. შინაარსიდან გამომდინარე კანონპროექტს მეტსახელად "სანქციების პროექტი ჯოჯოხეთიდან" უწოდეს.