ქუთაისის მექანიკურ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩარხში მოჰყვა და გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, შემთხვევა დღეს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.