21 პოლიტიკური პარტიის მოთხოვნას, 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თემა დახურულია და ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2024 წლამდე არ გეგმავს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში მაჟორიტარული წესით ჩატარდება.
მთელი ოპოზიციური სპექტრი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა ქვეყანაში არა 2024 წელს, არამედ მანამდე უდნა გაუქმდეს და პირველივე საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ამისთვის 21 პოლიტიკური პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია, მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, გახსოვთ, 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია 2 საფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. არის რეფორმა დასრულებული, ეს თემა არის დახურულია, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა იმ კანონმდებლობით, რომელიც არის დღეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.