19 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
TBC ბანკის საქმის სკანდალური გაგრძელება - საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებლად და კრიმინალად დაარეგისტრირეს 

TBC ბანკის საქმის სკანდალური გაგრძელება - საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებლად და კრიმინალად დაარეგისტრირეს.

გამოცემა presa.ge ინფორმაციით, ეს მონაცემები ხაზარაძის შესახებ ბაზაში პროკურატურამ შეიტანა.

მთავარი საგამოძიებო უწყებიდან, presa.ge-ს სანდო წყარომ მონაცემთა ბაზის ფოტოასლი მიაწოდა, სადაც ეს ჩანაწერია. ბაზას ინვესტორები სხვადასხვა კომპანიებზე და ბიზნესმენებზე ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებენ. სისტემაში შესვლა კი მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლიათ.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე კი აქციების ფასის ვარდნის გამო თიბისი ბანკმა 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა დაახლოებით 176 მილიონი ლარი. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა 13.34 გირვანქა სტერლინგია, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასია. ბოლო 24 საათში TBC-ს აქციები 6.66% პროცენტით გაუფასურდა.

დღის ამბები