19 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
"მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს" - აქციის მონაწილეები კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დავით კირკიტაძის გათავისუფლებაა. მათი თქმით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და დღევანდელ სასამართლოში მყოფი მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებს ასრულებენ.

„დღეს აქ შევიკრიბეთ ამ შენობასთან იმ მოტივით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დღევანდელ სასამართლო სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებს. დავით კირკიტაძე არის პატიმარი იმ მოტივით, რომ იგი თავისუფლებაზე დიდ საფრთხეს უქმნიდა მათ, მათ პოლიტიკურ გუნდს და მათ პოლიტიკურ ზრახვებს და იდეებს. მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რადგან სამართლებრივი გადაწყვეტილებების გარეშე სამართლებრივი სახელმწიფო არ იარსებებს,“ - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი თომა მგელაძე.

დღის ამბები