19 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"პოლიტიკურად მოტივირებული, ეს არის რევანში" - დავით უსუფაშვილი TBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ ნეგატიურ კამპანიაზე

TBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ ნეგატიურ კამპანიას შენების მოძრაობის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

უსუფაშვილი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ შავი პიარს რევანშად მოიაზრებს და ამით გარკვეულწილად TBC-ის დამფუძნებლებს აფრთხილებენ.

„ყველაფერი, რაც ხდება მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, ჩემი ღრმა რწმენით, არის პოლიტიკურად მოტივირებული. ეს არის, ერთი მხრივ, რევანში რაღაცებისთვის, რაც  ვიღაცის აზრით, არასწორად ჩაიდინა ან აპირებდა ჩადენას და მეორე მხრივ, პრევენცია, რომ მან ხვალ რაიმე სერიოზული ნაბიჯი არ გადადგას პოლიტიკურად,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებზე სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტები ვრცელდება.

სოციალურ ქსელში აღნიშნული გვერდები არჩევნების წინ ოპოზიციის შავი პიარის და თავდასხმებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა.

თიბისი ბანკმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გათავისუფლებას ეხებოდა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კი გუშინ ბანკმა გაასაჩივრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები