19 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
„შესაძლებელია, ამ ეტაპზე იყოს გამართლებული უვადოდ დანიშვნის შეჩერება" - ირაკლი აბესაძე

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსასვლელად რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი.

ირაკლი აბესაძის თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერება იყოს. ის ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. აბესაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სისტემის ძირეული რეფორმა დაიწყოს. 

„შესაძლებელია, ამ ეტაპზე იყოს გამართლებული უვადოდ დანიშვნის შეჩერება, თუმცა, რა თქმა უნდა, კანდიდატების შერჩევის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმები დაიწყოს და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ეს არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედება სისხლის სამართლის საქმეებზე და ასევე ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, გამოსავალი იქნებოდა უცხოელი მოსამართლეების დანიშვნა მაღალი ინსტანციის სასამართლოებში,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები