19 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
სავარაუდო სამართალდამრღვევები ინდულგენციას იყენებენ, თითქოს, მათ მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს - სოფო კილაძე TBC-ზე

„სავარაუდო სამართალდამრღვევები რაღაც ინდულგენციას იყენებენ, თითქოს, მათ მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე TBC-ის საქმეს.

სოფო კილაძე ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს და გამოძიების შედეგებს ელის.

„ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი და მგონი, საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაც არ არის ამაში გარკვეული. ამიტომ, დაველოდოთ შესაბამის არგუმენტებს და რაც გამოიკვეთება, მერე უფრო კარგად ვიმსჯელებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაცნაირად ისეთი ფონი იქმნება, რომ ყველაფერზე გაჰყვირიან, თითქოს, არის პოლიტიკური დევნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს, ბუნებრივია, კრიმინალური შემთხვევები და ამას სჭირდება შესაბამისი გამორკვევა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

დღის ამბები