19 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
"სამოქალაქო მოძრაობის" ქუთაისის წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, წერეთლის 117 ნომერში "სამოქალაქო მოძრაობის" ქუთაისის წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა. ალეკო ელისაშვილმა თავად წარადგინა ადგილობრივი გუნდი და სამოქმედო გეგმა. ქუთაისის ოფისს სამოქალაქო აქტივისტი გვანცა ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.

"სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებლის თქმით, ქუთაისის ოფისი ღია იქნება ყველა მსურველისთვის, ვისაც არ აშინებს გამოწვევები და სურს, რომ თავად მონაწილეობდეს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.

„პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მთელი ჩვენი მოძრაობისთვის ქუთაისში ოფისის გახსნა, ვინაიდან ხელის გულზეა პრობლემები, რაც არის ქუთაისში. არის როგორც საერთო ეროვნული პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ., ასევე კონკრეტულად ქუთაისისთვის დამახასიათებელი პრობლემები, უწყლობიდან დაწყებული, უტრანსპორტობით და ცუდი გზებით დასრულებული. ქუთაისის ოფისი იფუნქციონირებს არა იმისთვის, რომ უბრალოდ იფუნქციონირებს, არამედ ჩადგება ქუთაისელების სამსახურში და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების კონკრეტული პრობლემები მოგვარდეს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

დღის ამბები