17 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეებმა სასამართლოში განცხადება შეიტანეს

სამშენებლო კომპანია სვეტის მენაშენეებმა საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანეს. მენაშენეები გეომერიდიანის-სვეტის წინააღმდეგ პროცესში მესამე მხარედ ჩართვას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ორ კომპანიას შორის წლების წინ თაღლითური გარიგება შედგა.

გეომერიდიანმა მიწის ნაკვეთი სვეტს გარკვეული პირობების სანაცვლოდ გადასცა. იმის გამო, რომ სვეტმა დროულად არ დაასრულა მშენებლობა, გეომერიდიანი 2015 წელს არსებული მდგომარეობით მიწის დაბრუნებას ითხოვს.

მენაშენეები ამბობენ, რომ 2015 წელს მათ ფართები ნაყიდი არ ჰქონდათ და მოსამართლემ მიწის დაბრუნების გადაწყევტილება არ უნდა მიიღოს, რადგან ზარალის კომპენსაციაზე პასუხისმგებელი აღარავინ იქნება.

„ჩვენ ვითხოვთ მესამე პირად ჩართვას. ქალბატონ მარი ჩანტლაძეს, მოსამართლეს ვთხოვთ, რომ განგვიხილოს ცოტა სერიოზულ ძალად იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლა დაზარალებულები იმ თაღლითური ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გეომერიდიანსა  და სვეტს შორის იყო დადებული,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, მთვარისა თათელაძე.

 

დღის ამბები