19 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ჩვენ კიდევ უფრო ადრე უნდა განგვეხორციელებინა"- დიმიტრი ხუნდაძე

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა განხილული არ იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.  

ხუნდაძე ამბობს, რომ რეფორმა წარმატებულია და მისი შეჩერება დღის წესრიგში ვერ დადგება. უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ შესაძლებელია რეფორმაში ხარვეზები არის, თუმცა ეს რეფორმის მიმდინარეობასთან ერთად გამოსწორდება და მოხდება მისი დაკორექტირება. 

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ჩვენ კიდევ უფრო ადრე უნდა განგვეხორციელებინა, ვიდრე ეს დავიწყეთ ახლა. ისე, რომ ამის გაჩერებაზე საუბარი საერთოდ არ არის. სიკეთე, პირიქით, უნდა განვავითაროთ და არა შევწყვიტოთ. შესაძლოა, იყოს გარკვეული ხარვეზები, ასეთ მასშტაბურ რეფორმას ყოველთვის ახასიათებს მცირედი ხარვეზებიც. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ რეფორმა ახლა არ არის მომზადებული. თუკი გარკვეული ტიპის ხარვეზები გამოიკვეთა, ჩვენ ეტაპობრივად ამას დავაკორექტირებთ, მაგრამ დღეს მე საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ ეს რეფორმა ან არასწორი გზით წავიდეს, ან კრახი განიცადოს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

საპარლამენტო უმცირესობა საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვს. ინიციატივით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს უკვე მიმართა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეფორმა ხარვეზიანია და მის შეჩერებას ითხოვენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები