„ეს არის პოლიტიკური დევნა, რასაც ჩვენ ვხედავთ“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ TBC ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას გააკეთა.
როგორც რომან გოცირიძე ამბობს, TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები, ანაკლიის პორტზე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება.
„TBC ბანკის დევნა, ეს არის ფაქტობრივად, ფინანსურ ნაკადებზე და ანაკლიის სტრატეგიულ პორტზე ივანიშვილის მიერ ერთპიროვნული კონტროლის დამყარების მცდელობა. ეს არის პოლიტიკური დევნა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ვინაიდან, მას აქვს არა მხოლოდ ფინანსური დატვირთვა და ეკონომიკური, არამედ როგორც ჩანს მამუკა ხაზარაძეს ან მასთან დაკავშირებულ ადამიანებს ივანიშვილი მოიაზრებს ასევე პოლიტიკურ კონკურენტად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.