17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
მარადიდის მოსახლეობას ჰესის შესასვლელი გადაკეტილი აქვს - დატბორილია დასახლება

რთული ვითარება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში. მოსახლეობას ამ დრომდე გადაკეტილი აქვს ჰესის შესასვლელი და მძიმე ტექნიკას არ უშვებს. საპროტესტო აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

ვითარება დღეს სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მდინარე ჭოროხმა დასახლება დატბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები საფრთხეშია და სოფლის დატბორვა ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

ამ დროისთვის მთლიანად დატბორილია გზის სავალი ნაწილიც, წყალმა წაიღო სასაფლაო და საკარმიდამო ნაკვეთები. მარადიდის მოსახლეობა დაშლას არ აპირებს და ხელისუფლების პასუხს ელოდება.

„ჰესების გამო, სახლში მისასვლელი ჩემი გზა დატბორილია.. მეუღლე არის იქით, რძალი და პატარები სახლში. თუ რამე შემთხვევა მოხდეს, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. შევიკრიბეთ სოფლის მოსახლეობა, ჩავედით ჰესის მეპატრონეებთან, არავითარი რეაგირება,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

დღის ამბები