19 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა, ამას სჭირდება გამართული გაფორმება და მზად ვართ ამაზე მსჯელობისთვის" - ირაკლი კობახიძე

"რეზოლუციის ზოგად პათოსს ჩვენ ყველა ვეთანხმებით, თუმცა, შინაარსი იყო გაუმართავი - დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციის შეფასებისას გააკეთა.

„ამ რეზოლუციის ზოგად პათოსს ჩვენ ყველა ვეთანხმებით. ჩვენ ყველა ვართ იმ აზრზე, რომ 2004-2012 წლებში იყო ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ეს არის ჩვენი საერთო შეფასება, თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი - დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით. ჩვენ ვეთანხებით ამ შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება და გაფორმება. მზად ვართ ამაზე მსჯელობისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია საქართველოს პატრიოტების მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა. რეზოლუციის პროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის 17 წევრი წავიდა.

დღის ამბები