19 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ოჯახური ტიპის სასტუმროს მფლობელებისთვის წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს

ევროპული საქართველო ოჯახური ტიპის სასტუმროს მფლობელებისთვის წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს.

ამის შესახებ განცხადება აკაკი ბობოხიძემ გააკეთა. 

როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ ერთ თვეში უნდა მიიღოს, რის შემდეგაც სასტუმროს მფლობელებს კომერციული ფართებისთვის დაწესებული ტარიფის გადახდა მოუწევთ, რაც საყოფაცხოვრებო ტარიფს 13-ჯერ აღემატება.

ოპოზიციის შეფასებით, გადასახადების მატება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება. 

დღის ამბები