19 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
"ხელისუფლება არ აპირებს, შეცვალოს წარდგენის ფორმულა, რითაც შეინარჩუნებს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობას" - თინა ბოკუჩავა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ინიციატივას კრიტიკულად აფასებს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით მოსამართლეთა წარდგენის პროცედურა არ იცვლება, რაც ბოკუჩავას შეფასებით, კლანური მმართველობის შენარჩუნების შესაძლებლობას ტოვებს.

„ხელისუფლება არ აპირებს, რომ შეცვალოს მთავარი და ეს არის წარდგენის, ნომინაციის ფორმულა, რითაც ხელისუფლება შეინარჩუნებს სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობას, რომელიც ვერ იქნება ვერასდროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ინტერსის სადარაჯოზე და რა თქმა უნდა, ყოველთვის აღასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, რომელიც არის, როგორც წესი, ივანიშვილის დაკვეთა,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები