17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
„გადადგეს გეგეშიძე!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

„გადადგეს გეგეშიძე!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს. ფედერაციაში კი პრეზიდიუმის შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

„გეგეშიძე მოძალადეა! ხვალ მსხვერპლი შეიძლება გახდე შენ!“ - ამ ტრანსფარანტებით სამოქალაქო აქტივისტები გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ.

გეგა გეგეშიძემ სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკა სპორტის სასახლეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დაიმსახურა, როდესაც ის თავს დაესხა ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს.

გეგა გეგეშიძე აღნიშნული ინციდენტის გამო დააკავეს, თუმცა, სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რის შემდეგაც გეგეშიძემ ფედერაციის პრეზიდნეტის თანამდებობაზე მუშაობა კვლავ გააგრძელა. 

დღის ამბები