19 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან - "ქართული ოცნება"

ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს რიგებში აღარ ირიცხებიან. 

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადებები საჯაროდ გააკეთეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. დღეს კი პარტია უკვე ოფიციალურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი პარტიის წევრები აღარ არიან. 

დღის ამბები