17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრები, სტუდენტებთან ერთად შალვა ერისთავის საფლავთან მივიდნენ

საქართველოს გასაბჭოების წლისთავთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" წევრები სტუდენტებთან ერთად ვერის ბაღში, შალვა ერისთავის საფლავთან შეიკრიბნენ. ახალგაზრდებმა, რომლებიც საქართველოს გასაბჭოების საარქივო მასალებზე მუშაობენ, იუნკერების ბრძოლაზე ისაუბრეს და შეკრებილებს შალვა ერისთავისა და სხვა ქართველი გმირების შესახებ დღემდე უცნობი ისტორიები მოუყვნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიგვეცა ტრიბუნა სტუდენტებისთვის. რომლებიც იკვლევენ, სიღრმისეულად იციან ეს პერიოდი. არიან თავისუფალი რაღაც მითებისგან რაც ძალიან ბევრია ამ პერიოდზე და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. ძალიან საინტერესო იყო იმ კონკრეტული  ფაქტების კონტექსტის გახსენება რაც ისტორიული ამ მონაკვეთზე ხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი ჩვენ არა სადღეგრძელოებში, არამედ რეალურად გვახსოვდეს, ვიცოდეთ,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები