17 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
სოფელ ზემო ლეღვას 300-მდე ოჯახს 4 თვეა, წყალი არ მიეწოდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლეღვას 300-მდე ოჯახს 4 თვეა, წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობას სასმელი წლის ასაღებად კილომეტრების გავლა უწევს.

ადგილობრივებს თვითმმართველობის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ წყალმომარაგება მარტის ბოლოსთვის აღუდგებოდათ, თუმცა სოფელში დაპირების აღარ სჯერათ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები გზის გადაკეტვას აპირებენ. 

იშვიათად, როდესაც სოფელ ზემო ლეღვას წყალი მიეწოდება, ძლიერი წვიმის დროს წყალი სასმელად აღარ ვარგა. მოსახლეობა ამბობს, რომ უცნაური სუნისა და შეფერილობის მქონე წყლის გამოყენება შეუძლებელია.

სოფლის გამგებლის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც დანადგარი მწყობრიდან გამოვიდა. 

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

 

დღის ამბები