19 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
განხეთქილება "ოცნებაში" - გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აანონსებს

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აანონსებს. განცხადება ჟორჟოლიანმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილების შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცის. ჟორჟოლიანის განცხადებით, ის ივანიშვილს დღეს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა კი მმართველ გუნდში არსებული პრობლემები იყო. 

„ვილაპარაკეთ ქვეყნის პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე. განსაკუთრებით სოციალურ -ეკონომიკის პრობლემებზე. ჩვენი ხედვები კარგა ხანია ცნობილია. არ იძვრება ეს საკითხები. ერთ კანონპროექტს ალბათ დღეს შევიტან მე რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ასევე უახლოეს მომავალში შეიძლება რამდენიმე კანონპროექტი მოჰყვეს და ამათი განხილვა იქნება  ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით.  რომ გითხრათ რომ დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს საკითხები დიდ მხარდაჭერად მოიპოვებს, არ მაქვს. ასე რომ უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ალბათ მივალთ იქამდე , რომ ჩვენ რესურსს ამოვწურავთ უმრავლესობაში და დამოუკიდებელ  მოქმედებას დავიწყებთ. ჩვენ ისედაც ვფიქრობდით არჩევნებში დამოუკიდებელ მონაწილეობას. მაგრამ შეიძლება ეს პროცესი უფრო დაჩქარდეს და უფრო ადრე დავტოვოთ უმრავლესობა,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

გია ჟორჟოლიანის გარდა საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

ისინი წასვლის მიზეზად სხვადასხვა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ასევე ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მოითხოვდა. ბექა ნაცვლიშვილმა კი უმრავლესობა საპენსიო რეფორმის ჩავარდნის გამო პარასკევს დატოვა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობა უკვე დატოვა გედევან ფოფხაძემაც.

 

დღის ამბები