არჩილ თალაკვაძემ ივანიშვილის შუშის სასახლე დატოვა. თითქმის სამსაათიანი შეხვედრის დატოვების შემდეგ უმრავლესობის ლიდერი კომენტარი არ გაუკეთებია.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან კონსულტაციებს განაგრძობენ უმრავლესობის სხვა წევრები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.
გარდა ამისა, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც პარტიას პიარკონსულტაციას უწევს. ასევე, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში იმყოფება რეჟისორი გოგა ხაინდრავაც.
არსებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა "ქართულ ოცნებაში" არსებული კრისიზი და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია.