20 სექტემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"პრემიერს კიდევ უნდა ჰკითხოთ... მიიღო მან ეს წერილი" - მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან პრემიერს დახმარების თხოვნით, წერილობით მიმართა

პრემიერის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან წერილი არ მიუღია, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.

ხაზარაძის მტკიცებით, მან პრემიერს წერილი მიწერა და დახმარება სთხოვა. მამუკა ბახტაძე კი უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მას არასდროს მიუღია მამუკა ხაზარაძის წერილი, სადაც ბიზნესმენი დახმარებას ითხოვდა.

„თიბისის“ დამფუძნებელი თავის ერთ-ერთ განცხადებაში საუბრობდა იმაზე, რომ მან პრემიერს დახმარების თხოვნით მიმართა, მაგრამ იქიდან პასუხი ვერ მიიღო.

ხაზარაძემ „კურიერთან“ დღესაც გაიმეორა, რომ მან ნამდვილად მიმართა მამუკა ბახტაძეს.

„პრემიერს უნდა ჰკითხოთ... მაშინ კიდევ უნდა ჰკითხოთ... მიიღო მან ეს წერილი,“ - ამბობს ხაზარაძე.

დღის ამბები