19 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"ჩვენთვის პრობლემა ნამდვილად არ არის რომელიმე ფრაქციის შექმნა" - მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას პასუხობს 

ეკა ბესელიას ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ახალი ფრაქციის შექმნაში მას ხელს ყოფილი თანაგუნდელები უშლიან, მამუკა მდინარაძე პასუხობს. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა უმრავლესობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

მდინარაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ბევრი ოპოზიციური ფრაქციაა და თუ ეკა ბესელია ახალ ფრაქციას შექმნის, მმართველი გუნდი მასაც ანალოგიურ ოპონირებას გაუწევს. 

„ირაკლი კობახიძე არის ის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად, ისტორია შეცვალა პარლამენტარიზმში, იმიტომ რომ მან შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია ევროპაში. ჩვენთვის პრობლემა ნამდვილად არ არის რომელიმე ფრაქციის შექმნა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პარლამენტში მრავლად არის წარმოდგენილი ოპოზიციური ფრაქციები. იგივე იქნება, ანალოგიური ოპონირება იქნება, ემოციებით გაჯერებული ხშირ შემთხვევაში და ამისი ხელის შემშლელი ქმედებების საფუძველი ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 

დღის ამბები