19 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
„ამ დაპირისპირებას არც გამარჯვებული ჰყავს და არც დამარცხებული" - ვანო ზარდიაშვილი

„ამ დაპირისპირებას არც გამარჯვებული ჰყავს და არც დამარცხებული,“ - ეს განცხადება დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა კურიერთან გააკეთა.

ქართული ოცნების წევრი საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ის კიდევ გრძელდება.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს პოლიტიკური პროცესი ჯერ არ დასრულებულა, კიდევ მიმდინარეობს და აუცილებლად ექნება ლოგიკური დასასრული. არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ მიმოქმედია სხვისი დავალებით, არ მიმოქმედია „შპარგალკებით“. ვინც „შპარგალკებით“ მუშაობდა, ვინც თავის მიერ მიღებულ კანონებს კონსტიტუციაში „შპარგალკებით“ მიღებულს ეძახის, ისევ იმ ადამიანმა უნდა გაგცეთ პასუხი, ვის მოჰქონდა ეს „შპარგალკები“, ვინ აგზავნიდა,“ - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები