19 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
"რა პირობებიც დავდეთ, უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ამ გუნდში თავი ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში" - ზაზა ხუციშვილი

უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სია შესაძლოა, უმრავლესობის წევრების გუნდიდან გასვლის მიზეზი გახდეს. უმრავლესობის ის წარმომადგენლები, რომელთაც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით, უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების საკითხზე საბოლოო სიას და საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ზაზა ხუციშვილმა, განაცხადა, რომ მისი გუნდში დარჩენა დამოკიდებულია მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 

„პირველი დღიდან ასე არის, რომ როდესაც გუნდში შემოდის ადამიანი, როგორც მე, რომლისთვისაც პოლიტიკა ახალია, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა გუნდური გადაწყვეტილებები და კოლექტიური პასუხისმგებლობა. როდესაც შენი სიტყვებიც შენს გუნდზე მოქმედებს და ინტერვიუც და ასევე მათი პოზიციაც. ეს ჩემთვის არ იყო მარტივი და რა პირობებიც დავდეთ, ისინი უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ მე თავი ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში ამ გუნდში და, თუ ბევრი პირობები არ შესრულდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერისთვის როდესღაც დადგეს ეს საკითხი, რომ თავის თავს როგორ უყურებს. მაგრამ პოლიტიკოსისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შედეგი არის მთავარი, რაზეც ის უნდა იყოს ორიენტირებული,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

დღის ამბები