"ევროპული საქართველო" საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის ტარიფის გადასახადის გაზრდას აპროტესტებს. აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, მარეგულირებელმა კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საოჯახო სასტუმროების მფლობელები, გადასახადს კომერციული ტარიფებით გადაიხდიან, რაც სამომხმარებლო ტარიფს 13-ჯერ აღემატება.
"ევროპული საქართველოს" წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეცვალონ სემეკის გადაწყვეტილება, რადგან გადასახდების ზრდა, მცირე ბიზნესს და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუშლის.
„ ეს არის ძალიან დიდი ტვირთია საოჯახო სასტუმროებისთვის, რაც ბუნებრივია, რომ ხელს შეუშლის ბიზნესის იმ სექტორს, რომელსაც სახელად საოჯახო სასტუმროები და ტურიზმი ჰქვია,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.