19 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - პოლიტიკური პროტესტი შესაძლოა თბილისის საკრებულოს უმრავლესობაშიც გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგ, პოლიტიკური დემარშების სერია შესაძლოა, საკრებულოშიც გაგრძელდეს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მმართველ გუნდში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის თემა, შესაძლოა, პოლიტიკური პროტესტის მიზეზი საკრებულოს უმრავლესობაშიც გახდეს.

განცხადებების გაკეთებას, ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი უახლოეს დღეებში გეგმავენ.

„როგორც კი ჩავთვლი მე საჭიროდ, აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას და ამაში ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რუსთავი 2 და ყველა ჟურნალისტი, რომ არ მომრიდებია არასდროს და არც მომერიდება. უახლოეს დღეებში შეიძლება გავაკეთო განცხადება ჩემს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით,“- აცხადებს ჯიშკარიანი  

დღის ამბები