19 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს. მდინარაძის თქმით, კვაჭანტირაძის განცხადება უკვე დარეგისტრირდა.

მისივე ინფორმაციით, ზვიად კვაჭანტირაძე წავიდა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე ფრაქცია "ქართული ოცნებიდან". 

ზვიად კვაჭანტირაძე დღეს ბაქოში იმყოფება. დეპუტატმა განაცხადა, რომ დაპირისპირებულ თანაგუნდელებს შორის სასამართლოს თემა ერთადერთი წითელი ხაზი  არ იყო.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები