19 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
პროცესი დაჯდება, დაღვინდება, უმრავლესობა იქნება მყარი - მამუკა მდინარაძე

"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გახდა თანმდევი პროცესი იმისა, რაც დაიწყო არაკონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით,“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობიდან და ფრაქციიდან ზვიად კვაჭანტირაძის წასვლას.

მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობა დატოვა და მისი განცხადება უკვე დარეგისტრირდა. 

„ეს არის პროცესი, რომელიც დაჯდება, დაღვინდება. ნახავთ, რომ უმრავლესობა იქნება მყარი პარლამენტში, იქნება ოპოზიცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის უკვე ყოფილი წევრები დაემატებიან. გაგრძელდება ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. დემოკრატიულ სისტემებში მსგავსი სისტემები არანაირ პრობლემებს არ ქმნიან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ზვიად კვაჭანტირაძემ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები