17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
TBC-ის საქმე, ანაკლიის პორტის პროექტი და კორუფცია - ფადი ასლიმ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია, აშშ-ს ელჩს მიაწოდა 

TBC ბანკის საქმე, ანაკლიის პორტის პროექტი, კორუფცია - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს საქართველოში ინფორმაცია მიაწოდა. 

ფადი ასლი ამბობს, რომ მიმდინარე საკითხებსა და პრობლემების შესახებ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს ქვეყნის გარეთაც მიაწვდიან. 

„ელჩს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ. საინვესტიციო კლიმატზე, ბიზნეს გარემოზე, სასამართლო სისტემის პრობლემებზე, კორუფციასა და კლანებზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ TBC საქმეზე და ანაკლიაზე. მივაწოდეთ ჩვენი ინფორმაცია და თუ რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა. თუ როგორ იყენებს ბატონი ივანიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს იმ ადამიანებზე შურის საძიებლად, ვინც არ მოსწონს, რომ ზიანი მიაყენოს TBC-ის და ანაკლიის პროექტს. გზავნილს მივაწვდით საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რადგან ქვეყნის მართვის ეს მაფიოზური სტილი და საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნება ყოვლად მიუღებელია და ის უნდა შეწყდეს,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები