17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
სად და რამდენჯერ გაჟღერდა კონკრეტული ავტორის კომპოზიცია - საინიციატივო ჯგუფი საავტორო უფლებების დაცვის საზოგადოებას აფუძნებს

საინიციატივო ჯგუფი საავტორო უფლებების დაცვის საზოგადოებას აფუძნებს. ახლად შექმნილი ორგანიზაცია სპეციალური აპლიკაციის დახმარებით გაარკვევს, სად და რამდენჯერ გაჟღერდა კონკრეტული ავტორის კომპოზიცია, რაც შესაბამისად ავტორის რეალურ ბიუჯეტს აღრიცხავს.

ხელოვანების თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საავტორო უფლებების ასოციაცია არსებობს, მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია გამომუშავებულ თანხასთან დაკავშირებით. აპლიკაცია უცხოეთში შესრულებულ ქართულ კომპოზიციებსაც გაუწევს მონიტორინგს.

"მე პირადად მაინტერესებს როგორც მომღერალს და მუსიკოსს, რომ რანაირად ხორციელდება ამ ყველაფრის დათვლა. ამაზე პასუხს ვერავინ ვერ გვცემს. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენ თვითონ, ახლა ვაფუძნებთ, სადაც ყველანი ვიქნებით დამფუძნებელი, ის ხალხი, ვისაც აქვს შეხება ხელოვნებასთან. ჩვენვე ჩვენს ინტერესებს დავიცავთ," - აცხადებს მომღერალი, დათო ხუჯაძე. 

დღის ამბები