17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
აქცია "ელმავალმშენებელთან" - საწარმოს ადმინისტრაცია თანამშრომლებს  არ შეხვდა

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებს დღეს ადმინისტრაცია არ შეხვედრია.

ქარხნის ეზოში საწარმოს თანამშრომლებმა აქცია დილიდან დაიწყეს. მოლაპარაკებებში ჩართული იყო სპეციალური მედიატორიც, თუმცა მან მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა ვერ მოახერხა.

ქარხნის მუშები ეჭვობენ, რომ პროცესებს ზედამხედველობას რკინიგზა უწევს და მათ ინტერესში დავალიანების გასტუმრება არ შედის. ქარხანაში დასაქმებულებს კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღიათ. ადმინისტაციისათვის მიცემული 21 დღიანი ულტიმატუმი კი დღეს ამოიწურა.

რკინიგზის ახალ პროფკავშირებთან ერთად  გაბრაზებული მუშები ელმავალმშენებელთან პროტესტს  სამშაბათს დილიდან განაგრძობენ.

დღის ამბები