27 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
ეს ყველაფერი თანხმდება არაფორმალურ მმართველთან - ფიქრია ჩიხრაძე კარასინი-აბაშიძის შეხვედრას ეხმაურება

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე კარასინი-აბაშიძის პრაღაში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. ჩიხრაძის თქმით, შეხვედრის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ფორმატს მართავს ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი.

„გარდა იმისა, რომ გაუმჭირვალეა და ქართულმა საზოგადოებამ არ იცის კარგად რაზე მიდის  იქ საუბარი და რა შეთანხმებები ხდება, ვისი სახელით ხდება შეთანხმებები ესეც ძალიან პრობლემურია. ჩვენ ეჭვი არავის არ გვეპარებოდა, რომ ამ შემთხვევაში არაფორმალური მმართველი ქვეყნისა ამ საქმეებში ჩაერეოდა მაგრამ ისე რომ არავინ სხვა საქმის კურსში არ არის, თვით ის ადამიანებიც კი დარწმუნებული ვარ ვისი წარმომადგენელიც ბატონი ზურაბ აბაშიძე გახლავთ, ანუ ბატონი პრემიერ-მინისტრი და ეს ყველაფერი თანხმდება არაფორმალურ მმართველთან ბიძინა ივანიშვილთან. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრაღაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მესიჯები ჩაიტანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები