22 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
მოლაპარაკებების ტონალობა თანხვედრაშინ იყო იმასთან, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა-გრიგორი კარასინი

როგორც მოსალოდნელი იყო ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ჩაიტანა. ამას ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კარასინმა განაცხადა, რომ აბაშიძემ შეხვედრაზე ის საკითხები დააყენა, რის შესახებაც რეკომენდაციები ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

„ზურაბ აბაშიძემ მითხრა, რომ ეს შეხვედრა გაიმართა და დღევანდელი მოლაპარაკებების მთელი ტონალობა თანხვედრაში იყო იმასთან, რაზეც მან ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა,“-განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისივე თქმით მან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან გაზრდილ აქტიურობაზე.

„ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და შეერთებული შტატების გაზრდილი აქტიურობის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით არაერთი სწავლების ჩატარების გამო. ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს, რადგან ეს არღვევს სახელმწიფოთა შორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს. გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე. უსიამოვნო მოულოდნელობები ვფიქრობ არ იქნება მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის გარე სახელმწიფოთა მისწრაფება უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სამხრეთ კავკასიის სამხედრო პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს რა თქმა უნდა ჩვენც გვაღელვებს,“-განაცხადა გრიგორი კარასინმა.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები