19 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
დაგროვებითი პენსია - „ევროპული საქართველო“ საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელზე საუბრობს

„ევროპული საქართველო“ საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელზე საუბრობს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

მისი თქმით, საშემოსავლო თანხების სწორი დაბანდების შემთხვევაში 40 წლის შემდეგ პენსიონერი 85 ლარის ნაცვლად 576 ლარს უნდა იღებდეს.

„ადამიანებს შეეძლებათ ჩვენი ალტერნატივით გამოიყენონ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც დღეს მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში და ყველამ კარგად იცის, რომ უყაირათოდ ფლანგავს. 40 წლის მასწავლებელი, რომელსაც დარიცხული ხელფასი აქვს 500 ლარი და ხელზე იღებს 400 ლარს, მთავრობის სქემით ის, როცა 20 წლის მერე გავა პენსიაზე და აიღებს 85 ლარს დღევანდელი მსყიდველუნარიანობით, ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება 576 ლარი და ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ მივცემთ ამ ადამიანებს დაზოგონ საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე, ნებაყოფლობით ჩაერთოს სქემაში და შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები