19 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ეს არის მიმართული ანაკლიის პროექტის ჩასასშლელად და კარასინის გუშინდელი მუქარის შესრულება - გოცირიძე პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება

„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებას დღეს სიახლის შესახებ არ უსაუბრია და პროკურატურამ საზოგადოებას საქმის დეტალები შეახსენა.

პოლიტიკოსების შეფასებით, საგამოძიებო უწყების განცხადებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა, რასაც ოპოზიცია ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებს.

ოპოზიციის განცხადებით, განვითარებული პროცესები ანაკლიის პორტის პროქტის ჩაშლას და კარასინის მუქარის შესრულებას ნიშნავს.

„ანაკლიის პორტის პროექტს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, იგი არ განხორციელდება. ჩვენ დავინახეთ ის უპასუხისმგებლო ქმედება, რაც ხელისუფლების მხრიდან მოდის, როდესაც პროკურატურა ამ საქმეს კვალიფიკაციას აძლევს, როგორც ფულის გათეთრებას, არადა მას ფულის გათეთრებასთან შეხება არ აქვს, ნიშნავს, რომ ამ იარლიყით არცერთი სერიოზული ინვესტორი ანაკლიის პროექტს არ გაეკარება. ეს არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. ეს პროცესი პირდაპირ არის მიმართული ანაკლიის პროექტის ჩასასშლელად და კარასინის გუშინდელი მუქარის შესრულება, ვინაიდან ანაკლიის პორტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ეს არის საქართველოს დაცვა და ეს უტოლდება ნატო-ს ჯარის დგომას იმ ტერიტორიაზე,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის აზრით, პროკურატურა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

„უახლოეს დღეებში რომც დამტკიცდეს მამუკა ხაზარაძის კეთილსინდისიერება, ანაკლიის პორტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. მთელი მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტებისთვის გაშვებულია მესიჯი, რომ ანაკლიის პორტის მმართველი ჯგუფი არ სარგებლობს დღევანდელი ხელისუფლების კეთილგანწყობით, მეტიც, დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის მას,“ - განაცხადს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ.

 

დღის ამბები