19 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"არ მოგვწონს გაურკვევლობა" - ელჩები "თიბისი ბანკის" საქმეს ეხმაურებიან

„თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ელოდებიან. ელჩების განმარტებით, საკითხის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა საქართველოში ინვესტორების მოქმედებაზე ნეგატიურად აისახება.

დიპლომატების თქმით "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ისინი შედეგების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

„შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არ გვსურს. ჩვენთვის, როგორც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, კანონის უზენაესობა. როგორც ელჩი, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ინვესტორი წარმატებული იქნება. რა თქმა უნდა, არ მოგვწონს გაურკვევლობა,“ - განაცხადა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები