19 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
მოსაზრებებში შეჯერება ჯერჯერობით ყოველთვის არ ხერხდება, ჭარბობს ემოციური ფონი - დავით სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებასა და რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი გუნდის დატოვებს ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება. დავით სერგეენკოს თქმით, ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, რაც მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებებს საკანონმდებლო ორგანო იღებს და აზრთა სხვადასხვაობაც მეტია.

მთავრობის წევრისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები ნორმალურია.

„პრეზიდენტის არჩევნების მერე ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, რომელიც პარლამენტს ანიჭებს წამყვან ფუნქციას. საქართველო გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი ღებულობს მთავარ გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებებში, მოსაზრებებში შეჯერება ჯერჯერობით ყოველთვის არ ხერხდება. ჩემი აზრით, ჭარბობს ემოციური ფონი. ნებისმიერი შიგთავსით, ნებისმიერი ფორმით პირადი შეურაცხყოფას ვერანაირად ვერავისგან ვერავითარი ფორმით ვერ გავამართლებ,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის არიან ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე.

პირველი პოლიტიკური დუელი „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცნობილი ხდება, რომ კანდიდატურის დაყენებას მთაწმინდაზე მმართველი გუნდი და გუნდიდან დემარშით წასულებიც გეგმავენ.

წასულების ადგილის შევსებას მმართველი გუნდის ლიდერები ახალი სახეებით ცდილობენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას მისივე თანაგუნდელების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი გადალაგება, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება, როდესაც ეკა ბესელია ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს, რომ ის ფრაქციის შექმნას აპირებს. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას "სოციალ-დემოკრატებიც" დატოვებენ და ცალკე ფრაქციად დაიწყებენ მუშაობას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები