27 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
დაჭრა ბათუმში - „კურიერის“ ინფორმაციით, ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება

დაჭრა ბათუმში - „კურიერის“  ინფორმაციით, ფაქტზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება. ხუთ დაკავებულს კი ბრალს დღეს წარუდგენენ.

ინციდენტში მონაწილე პირები კი მომხდარის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ და თავს დაზარალებულად ცნობენ. ძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ხულიგნობა იარაღის გამოყენებით.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე დაიწყო, შემდეგ კი ჩხუბი იმ საავადმყოფოში გაგრძელდა, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს. დაპირისპირებისას სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

დღის ამბები