ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მემარჯვენე-ცენტრისტულმა "რეფორმების პარტიამ" ხმების 29 პროცენტი მოიპოვა და 101 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 34 მანდატს დაიკავებს.
მეორე ადგილზე გავიდა მმართველი გუნდი. პრორუსული რეპუტაციის მქონე ცენტრისტულმა პარტიამ ხმების 23 პროცენტი მიიღო.
საკანონმდებლო ორგანოში შევლენ კონსერვატიული სახალხო პარტია, პარტია " სამშობლო" და სოციალ-დემოკრატების გაერთიანებაც.
ესტონეთის კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის ფორმირების უფლება არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას ეძლევა. გაერთიანების ლიდერი კაია კალასი ქვეყნის პირველი ქალი პრემიერი გახდება.