19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
შესაძლოა, შეიქმნას უმცირესობა და უმრავლესობა, რომელიც ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ერთგული არიან ივანიშვილის - რომან გოცირიძე

საპარლამენტო ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობა შექმნან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ უმრავლესობასთან დაპირისპირებულმა ყოფილმა თანაგუნდელებმა შექმნან საპარლამენტო უმცირესობა, თუმცა გოცირიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ორივე გუნდი ბიძინა ივანიშვილის ერთგული იქნება.

„არის ქაოსი და ამ ქაოსის შემდეგ რა კონფიგურაციას მივიღებთ არავინ იცის. ისეთი ტემპით ხდება უმრავლესობის დაშლა,რომ არც ის არის გამორიცხული, რომ სულს ხდება ტიპის უმცირესობა შეიქმნას პარლამენტში. ანუ უმცირესობა და უმრავლესობა, რომელიც ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ერთგული არიან ივანიშვილისმ“-აცხადებს რომან გოცირიძე.

მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა დატოვეს, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი „ევროპულმა საქართველომ“ დაკარგა.

რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუ უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტია. ამ დროისთვის „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს. იმის გამო, რომ  საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ 21 დეპუტატია დარჩენილი, მოხდა უმცირესობის დაშლა. 

დღის ამბები