სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა პარლამენტში პრეზიდენტის რანგში. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს 12:00 საათისთვის ელოდებიან. ახალი რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ უმრავლესობამდე ტრიბუნა ოპოზიციურ ფრაქციებს უნდა დაეთმოთ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს. დაესწრება თუ არა სესიას "ევროპული საქართველო" ცნობილი დღეს გახდება რაც შეეხება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს - პრეზიდენტთან კითხვები მათ ძირითადად მის საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ექნებათ. სალომე ზურაბიშვილის მიმართვას დეპუტატებთან ერთად დაესწრება პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
"ეს ბოიკოტი დაკავშირებულია არჩევნების გაყალბებით, ძალადობითა და მოსყიდვით ჩატარების წინააღმდეგ. დღეს ქალბატონი სალომეს მოხსენებას ჩვენ არ დავესწრებით და ეს პროტესტი იქნება მანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არ ყოფილა სამართლიანი არჩევნები და ჩვენ დღეს გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არალეგიტიმური არჩევნების პროდუქტია," - აცხადებს რომან გოცირიძე.