საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები, სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობა და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გამჭვირვალობის დაცვა - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე ეს საკითხები განხილვის მთავარი თემა იყო.
ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე გვიან ღამით გამოქვეყნებულ ერთობლივი განცხადებაში წერია, რომ საბჭო დაეთანხმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობას. შეხვედრაზე, იმ სფეროებს შორის, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო, სასამართლო სისტემის რეფორმა დასახელდა.
ხაზგასმული იყო საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაც. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა ღრმა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო.