19 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
უარს ვამბობთ, მოვუსმინოთ მსგავსი წესით ხალხისთვის თავზე დასმულ პრეზიდენტს - ენმ ზურაბიშვილს ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში პირველად წარსდგება. 

როგორც ცნობილია, მისი გამოსვლა დებატების გარეშე ჩაივლის. ახალი რეგლამენტით პრეზიდენტს კითხვებს არ დაუსვამენ. სხდომას არ დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა." საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პრეზიდენტის მოსმენაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ, რადგან თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს," დაესწრებიან თუ არა ისინი სხდომას, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

"სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული ლეგიტიმური მანდატი, ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი. დემოკრატიული არჩევნები, ის არჩევნები, რომლის გზითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი, არ იყო.

"ამ არჩევნებმა მიაყენა უზარმაზარი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე და დემოკრატიულ მომავალს ჩვენი ქვეყნის, სწორედ ამიტომ ჩვენ უარს ვაცხადებთ, მოვუსმინოთ მსგავსი წესით საქართველოს პრეზიდენტად ქართველი ხალხისთვის თავზე დასმულ პრეზიდენტს ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები