19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობა პენსიონერის გასართობ საქმედ გადაიქცა - აკაკი ბობოხიძე

საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობა გადაიქცა პენსიონერის გასართობ საქმედ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გააკეთა.

ოპოზიციის წევრი მეხუთე პრეზიდენტის იმ განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა.

აკაკი ბობოხიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს თავისი ფუნქციის შესრულება ეზარება.

„შეწყალების ფუნქცია, არის პრაქტიკულად ერთადერთი ფუნქცია, რომელიც დარჩა პრეზიდენტს. როგორც ჩანს, ქალბატონ სალომეს იმდენად ეზარება ამ დარჩენილი ფუნქციის შესრულებაც, რომ ამ ფუნქციის მოშორებაც უნდა და ელემენტარულად, მეჩვენება, რომ საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობა გადაიქცა პენსიონერის გასართობ საქმედ,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა მისი წინამორბედი, გიორგი მარგველაშვილი შეწყალების პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, პატიმართა ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი ამნისტიას უფრო ჰგავდა, ვიდრე შეწყალებას.

ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა და მის დაქვემდებარებაში იმუშავებს, თუმცა კონკრეტულ პატიმრებზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში „ევროპული საქართველო“ არ დაესწრო. ოპოზიციურმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები