19 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადადის

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადადის. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა მისი წინამორბედი, გიორგი მარგველაშვილი შეწყალების პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, პატიმართა ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი ამნისტიას უფრო გავდა, ვიდრე შეწყალებას.

ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა და მის დაქვემდებარებაში იმუშავებს, თუმცა კონკრეტულ პატიმრებზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

"გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები