"გირჩი" ქართველ ბიზნესმენებს მიმართავს და მათ დუმილისთვის მკაცრად აკრიტიკებს - მათ ამ ქმედებას თუ უმოქმედობას პარტია თიბისის დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესის პოლიტიკური მოტივების დასტურად თვლის.
"თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც "პოლიტიკაში არ ვერევით" გზავნილს ამოფარებულები ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან. ხელისუფლებები იცვლებიან და თქვენ მუდმივად გჭირდებათ სახელმწიფოსგან ახალი იაფი ქონება, ფული, დახმარება და/ან პრივილეგია, "- ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "გირჩი" თიბისის დამფუძნებლებს მოუწოდებს საქმის დეტალებზე ხმამაღლა ისაუბრონ.
"საქმე არის პოლიტიკური, არ მგონია რომ საღი აზრის მქონე ადამიანს სჯეროდეს რომ პროკურატურა დამოუკიდებლად მოქმედებს და იძიებს რაღაც 11 წლის წინანდელ საქმეს, მაშინ როდესაც ამ საქმეში არ არსებობს დაზარალებული და არ არსებობს მომჩივანი. ჩვენი პრეტენზია ერთ-ერთი არის მიმართული ქართული ე.წ. ბიზნესის ცნობადი სახეების მიმართ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოდიან ხოლმე ტელევიზორში და ქართული ბიზნესის სახელით ლაპარაკობენ. ისინი არიან რეალურად ხელისუფლების მონები, რეალურად ეს არის მათი ბუნებრივი ქცევა, ეს არის არასწორი,"-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.