19 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
2012 წლიდან დღემდე ვერ დამისახელებთ ბიზნესზე ზეწოლის ვერც ერთ ფაქტს - კალაძე "ფრესკოს" დამფუძნებლის ბრალდებებს პასუხობს 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას გამორიცხავს. კახა კალაძე კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის სკანდალურ ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტრო რეკეტში დაადანაშაულა. 

კახა კალაძის თქმით, მსგავსი ბრალდებები მისთვის მიუღებელია, რადგან 2012 წლიდან დღემდე, ვერავინ დაუსახელებს ფაქტს, რომ ბიზნესი ზეწოლას განიცდიდეს.

კალაძე ამბობს, რომ არც ერთი ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ხელისუფლების პირობებში წნეხის ქვეშ არ მოქცეულა.

Image result for კახა კალაძე"2012 წლიდან თქვენ მე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო, რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს. ვერც ერთ ფაქტს ასეთს ვერ დამისახელებთ და არ ვიცი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც, რაღაც კონკრეტული პიროვნება არ ვიცი რაღაც არასწორს და კანონის საწინააღმდეგოს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება თუ ეს რამე სიმართლეს შეეფერება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ, ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნაზე, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისაუბრა. მორიგი ვრცელი განცხადება კი სოფრომაძემ გუშინ გააკეთა. მან ხელისუფლება ვიდეო მიმართვაში, ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები